საზოგადოების ნაწილი ისე დაეცა, ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც სურდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად და ლამის მოწამედ. თითქმის ორი წელია მაგათ ავაზაკობას ვითმენ. არ გეგონოთ რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, მე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდოდა, იმას კაცად აცხადებენ. თავიდანვე რომ კაცი არ არის ის როგორ უნდა იყოს ან მღვდელი ან ეპისკოპოსი. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ ვინ არის ეკლესიის მტერი და ვინ არის მოყვარე. გამოუშვან, მაგრამ რასაც ვითმენდი, როგორც მლანძღავდნენ, აღარ მოვითმენ - თითქოს მე დავაჭერინე, მე შევუკვეთე ციანიდი? მაგათ რა ჰგონიათ, არ ვიტყვი რას აპირებდნენ და რას არ აპირებდნენ? სხვებზეც არ ვიტყვი, უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება? იმიტომ მებრძვიან, რომ მაგათ არ დავანებე. მშიშარას მიწოდებენ და ზოგი გრიგოლიას კალთას ეფარება, ზოგი მელაძის. ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს. ჩემს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ
tbl.ge/32oh
დაკოპირდა
ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის ქადაგება დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ
ამავე თემაზე
- თორნიკე მამალაძე: გოგაშვილი ვერსიებში აირია, ირიბად ადასტურებს, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა
- გოგაშვილის ვერსიით, ოხანაშვილი-მამალაძე თეთრუაშვილს ციანიდს უდებდნენ, თითქოს ილია II-ს კლავდა
- დეკანოზ მამალაძეს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა
- დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს, 5 მარტს იმსჯელებს
- საპატრიარქო: თუ მამალაძე ავადმყოფობას იგონებს, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება