შემდეგი ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი შესაძლოა ინგლისელი მსახიობი იდრის ელბა იყოს.
"ჩემი სახელია ელბა, იდრის ელბა", - დაწერა ტვიტერზე მსახიობმა.
მსახიობმა ჯეიმს ბონდის ციტატა მას შემდეგ გადააკეთა, რაც ერთ-ერთმა პროდიუსერმა ბარბარა ბროქოლიმ თქვა, რომ აგენტი 007-ის როლის შესასრულებლად ფერადკანიანი მსახიობებისთვის კარები ღიაა.
"იდრისმა შეიძლება გააკეთოს ეს თუ ის ფორმაში ჩაჯდება. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იქნება. იდრისს ეს ყველაფერი აქვს", - თქვა პროდიუსერმა.
ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმი 2019 წლის, 8 ნოემბერს გამოვა. ფილმში აგენტი 007-ის როლს კვლავ დენიელ ქრეიგი ასრულებს.