გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "20-23 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა".
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები +27, +29 გრადუსს ვარაუდობენ.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.