ახალი გუბერნატორები

გურიის ახალმა გუბერნატორმა 2013 წელს ქართულ ოცნებას 6 ათასი ლარი შესწირა

გურიის ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, 2013 წელს ქართული ოცნების შემომწირველი იყო. ნასარაიამ პარტიას 6 ათასი ლარი შესწირა.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ნასარაია, დღეს სხვა გუბერნატორებთან ერთად წარადგინა. ბახტაძემ სულ 7 გუბერნატორი დანიშნა

ზურაბ ნასარაია მანამდე საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ასევე იყო პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი. 

პრემიერმა ბახტაძემ რამდენიმე სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. მისი თქმით, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. 

კომენტარები