საფრანგეთი

პარიზში ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენეს

პარიზში პერუელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის ბრალი 5 ადამიანს წაუყენეს.

BBC წერს, რომ 36 წლის ტრანსგენდერი ვანესა კამპოსი, პარიზის ერთ-ერთ პარკში პროსტიტუციით იყო დაკავებული.

პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები იმ მანქანას დაესხნენ თავს, რომელშიც ვანესა კლინეტს ემსახურებოდა. ვანესა შეეცადა თავდასხმელებისთვის ხელი შეეშალა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მას გულში ესროლა.

მისი მკვლელობის შემდეგ ლგბტ აქტივისტებმა მასშტაბური აქციები დაიწყეს. 

აქციის მონაწილეები 2016 წელს მიღებული კანონის გაუქმებას მოითხოვენ,რომელიც სექს-მუშაკად მუშაობას კრძალავს. მათი თქმით, სწორედ ამის გამო ტრანსგენდერ ქალს მოუწია ქალაქის ისეთ ტერიტორიაზე მუშაობა, სადაც პოლიცია ხშირად არ დადის.

კომენტარები