შენი იდეა ქალაქის მერს

გიგანტური ბორბლის საათი - შესაძლოა, თბილისში "ეშმაკის ბორბალზე" საათი დამონტაჟდეს

თბილისის მერია

შესაძლოა, თბილისში გიგანტურ "ეშმაკის ბორბალზე" საათი დამონტაჟდეს. შესაბამისი პროექტი მოქალაქეს ეკუთვნის პლატფორმიდან  - შენი იდეა ქალაქის მერს.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "ამ პროექტმა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა დააგროვა". მისივე თქმით, თბილსერვისის ხელმძღვანელმა უკვე ჩაატარა გამოკითხვა, შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება და რა თანხა იქნება საჭირო.

"არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც დაინტერესებულია და ამბობს, რომ ამ პროექტის გაკეთება შესაძლებელია. ესენია ფილიპსი და იგუცინი. ეშმაკის გიგანტური ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეა ძალიან საინტერესოა და ჩვენ განვიხილავთ მის განხორციელებას. მის ავტორს პროექტის აღწერაში უწერია, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და შესაძლოა ტურისტული თვბალსაზრისით ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს, რაშიც ვეთანხმები" - თქვა კალაძემ.

კომენტარები