ეთიოპიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის 15 სამხედრო პირია, ხოლო 3 სამოქალაქო.
ავიაკატასტროფა ორომიის რეგიონში, ადგილობრივი დროით, დილის საათებში მოხდა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქ დირე-დაუადან სამხედრო ავიაბაზაზე მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.