საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამეგრელოში 1980 წელს დაბადებული ზ.ხ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ამბობენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.