აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ტრამპი-პუტინის სამიტის სამახსოვროდ, თეთრი სახლი მონეტას მოჭრის

twitter

ჰელსინკის, აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის სამახსოვროდ თეთრი სახლი მონეტას მოჭრის.

"შეხვედრა უმაღლეს დონეზე. თეთრი სახლის და კრემლის სამიტი",- აწერია მონეტას რუსულ და ინგლისურ ენაზე, რომლის ფოტოები ჟურნალისტმა კენნეტ ვოგელმა გაავრცელა. 

"ჩვენ ჯერაც არ ვიცით რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი",- წერს ჟურნალისტი.

16 ივლისს ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

კომენტარები