საშტორმო მდგომარეობა

საშტორმო გაფრთხილების მიუხედავად, მაშველებმა ზღვიდან 15 მოქალაქე გამოიყვანეს

on.ge

საშტორმო გაფრთხილების მიუხედავად, 12:00 საათიდან - 15:30 საათამდე მაშველებმა ზღვიდან 15 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ზღვაში ბანაობა აკრძალულია. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაშველების მითითებებს დაემორჩილონ. 

შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. 

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება;

აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე

კომენტარები