რეკლამა

® საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტი, 857 007 ლარი - მფლობელმა მიიღო

857 007 ლარი - საქართველოს ეროვნული ლატარიის პირველი ჯეკპოტის მფლობელს მოგებული თანხა საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ლალი ზურაბიშვილი მოგებული თანხით ოცნების ასრულებას გეგმავს - "პირველ რიგში გავარემონტებ სოფლის სახლს და იქ გადავალ საცხოვრებლად" - ამბობს ჯეკპოტის მფლობელი.

ლალი ზურაბიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "საქართველოს ეროვნული ლატარიის" ჯიხურში ნასესხები თანხით შეიძინა ლოტო  6/36-ის რამდენიმე ბილეთი, მისივე თქმით, ის კომპანიის დაარსების დღიდან თამაშობდა და არასდროს გამოუტოვებია სატელევიზიო პირდაპირ ეთერში მიმდინარე არც ერთი გათამაშება.

შეძენილი ბილეთებიდან ერთ-ერთში ლალი ზურაბიშვილმა ექვსივე ციფრი გამოიცნო და შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მოიგო ჯეკპოტი 857 007 ლარი.

კომენტარები