მარიხუანის კულტივაცია

ბესელია მარიხუანაზე: საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ მგონია, მოაზროვნე მთავრობა არ იჩქარებს

სწორედ იმიტომ რომ საზოგადოებაში არის დიდი ვნებათაღელვა, არის საპატრიარქოს პოზიციაც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით[მარიხუანის კულტივაცია] იყოს მაქსიმალურად ღია დისკუსია და შეჯერდეს და მოხდეს პრინციპებთან დაკავშირებით პოზიციების კარგად გააზრებული დიალოგის შემდეგ შეჯერება. ამიტომ, მე ვუჭერ მხარს მოსაზრებას, რომ ამ საკითხზე არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ყველას გვესმის რამდენად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ცხადი და გასაგები, ამიტომ საპატრიარქოს, მათ შორის ბოლო მოწოდების შემდეგ, მე მგონია, რომ ყველა ნორმალური და გონივრულად მოაზროვნე ხელისუფლება კი არ იჩქარებს ამ პროცესში, არამედ, ისე მოიქცევა როგორც ვთქვით, რომ გავიაროთ კონსულტაციები, ვიმსჯელოთ და მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ეკა ბესელიამ თქვა.

კომენტარები