მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს
სახელმწიფო და ეკლესია
ზურაბიშვილი ეკლესიაზე: ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ
tbl.ge/34ui
დაკოპირდა
პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმედის გადაცემაში "პირისპირ", კითხვაზე, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან მის კრიტიკას ეხებოდა.
ამავე თემაზე
- ცაავა: 2020-ში ივანიშვილმა მითხრა – ვიცი, რა სიბინძურეა ეკლესიაში, მაგრამ არჩევნები მოდის
- მანჯგალაძე: ეკლესია არის ზეციერი, პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს
- TDI: პრემიერის პოზიცია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგსა და ჯანმრთელობის დაცვას
- მინდიაშვილი: პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეეშალა ქვეყნის განვითარებისთვის
- ბურჭულაძე: ეკლესიის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ძალიან "ჩაეხუტა" მთავრობას