ჩემპიონთა ლიგა 2018-19

ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, სოლომონ კვირკველიას "ლოკომოტივი" “გალათასარაის" ესტუმრა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - თურქებმა მისი გუნდი 3:0 დაამარცხეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. კვირკველიას რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი "გალათასარაის" მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი მცველი - დავით ხოჭოლავა ითამაშებს. დონეცკის "შახტარი" საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს" მიიღებს.

"ჰოფენჰაიმი თავისებური ტაქტიკით თამაშობს. მეტოქის სტილს მთელი კვირის განმავლობაში ვსწავლობდით.თეორიული ცოდნა მოედანზეც უნდა გამოვავლინოთ", - მატჩის წინ განაცხადა ხოჭოლავამ.

"შახტარისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირება ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

კომენტარები