სამართალდამცველებმა 84 წლის კაცის გაძარცვისთვის მისი შვილი და შვილიშვილი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაზარალებულის შვილმა და შვილიშვილმა (ერთმანეთის ბიძა-დისშვილმა) მას საკუთარ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარის გასტაცეს და მიიმალნენ.
ბრალდებულები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს. ჯგუფური ძარცვის ბრალდებით მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.