თბილისში, მიცკევიჩს ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი დაჭრილის კუთვნილ სახლში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. გამოძიება მას მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
დაკავებული 1976 წელს დაბადებული დ.ლ-ა.შსს-ის ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაჭრილი შ.ჩ სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.