ვანო მერაბიშვილი

კილაძე მერაბიშვილზე: ადგილი არ აქვს რაიმე განსხვავებულ მოპყრობას

მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ დაწესებულებაში მკურნალობა ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით მოხდა. ის ისეთ სერვისს იღებს, რაც გათვალისწინებულია ყველა მსჯავრდებულისთვის. ადგილი არ აქვს რაიმე განსხვავებულ მოპყრობას. თუ მის ადვოკატებს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება უნდათ, ამის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა თითოეული მსჯავრდებულის უფლება დაცული იყოს დაცული, ვინც არ უნდა იყოს ის.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის ვარაუდობს, რომ ყოფილ პრემიერს "მიზანმიმართულად წამლავენ".

კომენტარები