დიღმის ტყე-პარკი

კალაძე: მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლოდ ვერ გამოიყენებენ

თბილისის მერია

კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, დიღმის ტყე-პარკი რეკრეაციულ ზონაა და დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ დასასვენებელი სივრცე მოეწყოს. 

„დიღმის ტყე-პარკს თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ პარკში არსებული ტერიტორიების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ტყე-პარკში, დაახლოებით, 47 მიწის ნაკვეთია გასხვისებული. ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა აქედანვე გავაფრთხილო ყველა, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს ადგილები დაიბრუნოს, გამოისყიდოს და ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, დედაქალაქის მერიაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები