აქცია პარლამენტთან

ბურჭულაძე: ეს არის არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი

მგონია, რომ ყველა ვალდებულია, გაქვთ თუ არა გაქვთ იმის დრო რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც გამოიაროთ დღის განმავლობაში, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი. პანაშვიდი არის არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ეს ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ ხალხს, ეს არის მამებს და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა და ეს გაუთავებელი პანაშვიდი ვნახოთ რამდენი ხანი გაგრძელდება. მე აქ საპიაროდ არ ვარ მოსული, მე აქციაზე ვარ ახლა. მე ყოველდღე გამოვივლი აქ, ამადამიანებთან ერთად ვიქნები ხუთი წუთი მაინც. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდით, არ არის აუცილებელი მთელი ღამე გაათენოთ, სანამ თქვენს სახლშიც მოვა უბედურება მობრძანდით და მოუსამძიმრეთ ამ ხალხს, ვინც თქვენთვის აკეთებს ამ ყველაფერს

პაატა ბურჭულაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას - "ნუ მომკლავ" - შეუერთდა. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია პარლამენტთან ორ კვირაზე მეტია, იმართება.

კომენტარები