სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაუშვეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.