საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და კლუბ "სან ხოსეს" მცველი გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო სოციალურ კამპანიაში "ძლიერები არ ძალადობენ" მონაწილეობს. კამპანიის ფარგლებში ცნობილი ქართველი სპორტსმენები სამი თვის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან, სპორტის მასტერკლასებს ჩაუტარებენ და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ცოტა ხნის წინ, კაშიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტები, რომლებშიც კამპანიის ფარგლებში მისი სამომავლო აქტივობებია აღწერილი:
"მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა მაგ. მაიკა, ბუცი, გაცვლილი მაიკები, შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაიკების შოვნა თუ გავიტანთ აუქციონზე, დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს!
კლასთან სკოლასთან გასაუბება ჩემ სკოლის დროინდელ დროზე სადაც მეც ვიჩაგრებოდი! გამოცდილების გაზიარება, სწავლა განათლების მნიშვნელობა ჩემ ღირებულებებზე, ფეხბურთის ან ნებისმიერი სხვა სპორტის აქტივობაში ჩემი და სპორტსმენების ჩართვა. ჩემი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენის მისვლის შემდეგ დაიდოს პირობა! ჩემს და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება მაგ: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი. ეს პირობა გაიკრას კლასში როგორც სიმბოლური აქტი." -წერს კაშია.