საპრეზიდენტო არჩევნები

ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ფილარმონიაში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ. ისინი სიტყვით გამოვიდნენ.

"ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მოკლული შვილების სიწმინდის აღსადგენად . ერთად უნდა ვიდგეთ რათა ეს მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. რუსთაველზე ვიქნები მანამ, სანამ ერთიანობა არ აღდგება, ძალა ნამდვილად ერთობაშია." - თქვა ზაზა სარალიძემ. 

გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დღეს ფილარმონიაში თბილისის მოსახლეობას ხვდება.

კომენტარები