ნორვეგიელი ჯორჯი და მისი უსაყვარლესი ძაღლი სახელად ტროჯა, უკვე 4 წელია ლაშქრობებზე ერთად დადიან.
ჯორჯმა ტროჯას ფოტოები 2014 წელს გამოაქვეყნა instagram-ზე.
"მე და ტროჯა დიდი ხანის განმავლობაში ერთად დავდიოდით ყველგან, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მისთვის ფოტოები გადამეღო, მანამ სანამ სხვებმა არ გაამახვილეს ტროჯაზე ყურადღება და კომპლიმენტები არ მითხრეს. შემდეგ ვცადე და ფოტოების გადაღება დავიწყე. ამან უფრო გააღრმავა ჩვენი ურთიერთობა და უფრო საინტერესო და სახალისო გახადა ლაშქრობა"- ამბობს ჯორჯი.
მას შემდეგ ამ უსაყვარლეს, მხიარულ და მოსიყვარულე ძაღლს და მის პატრონს 100-ზე მეტი მიმდევარი ყავს სოციალურ ქსელში.