არჩევნები 2018

ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბს ქირაობს კომპანიისგან, რომლის მეწილეც ფარცხალაძის შვილია


ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, ის თბილისის საარჩევნო შტაბს თვეში 16,911 ლარად და 5 თეთრად შპს "რესტორანი წინანდალისგან" ქირაობს. ამ კომპანიის მეწილე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შვილი ანდრია ანზორ ფარცხალაძეა. საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კომპანიისგან 300 კვადრატული მეტრის ოფისს ქირაობს.

შპს "რესტორანი წინანდალი" თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე ნომერ 6-ში მდებარეობს. კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი შპს "ივერია ცენტრია." თავისმხრივ, "ივერია ცენტრი" სილქ როუდ გრუპის შემადგენელ კომპანიებს, "ივერია გრუპს" და შპს "ახალ ოფისს" ეკუთვნით.

რაც შეეხება კომპანიის 49%-იან წილს, მას 2018 წლის 28 თებერვალს დაფუძნებული კომპანია ეკო გრუპი ფლობს. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ოთარ ფარცხალაძის შვილი ანდრია ანზორ ფარცხალაძე, ხოლო დანარჩენი 50%-ის მფლობელი კი ეკატერინე ჩხიკვიშვილია. ამასთანავე, ანდრია ანზორ ფარცხალაძე "ეკო გრუპის" თანადირექტორიცაა.

საიჯარო დოკუმენტაცია


ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შპს "რესტორანი წინანდალის" მეწილეები


ფოტო: ბიზნეს რეესტრი

შპს "ეკო გრუპის" მეწილეები


ფოტო: ბიზნეს რეესტრი

შენიშვნა: პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია რეტუშირებულია.

კომენტარები