Marvel

კრის ევანსმა დაადასტურა, რომ Captain America-ს როლს აღარ ითამაშებს

ამერიკელმა მსახიობმა კრის ევანსმა Avengers-ის მეოთხე ფილმში კაპიტანი ამერიკას როლი ბოლოჯერ შეასრულა. 

ფილმზე მუშაობა დასრულებულია და ის სავარაუდოდ 2019 წელს გამოვა. მსახიობმა Twitter-ზე დაწერა, რომ გადარებების ბოლო დღე მისთვის ძალიან ემოციური იყო და გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა. 

" ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ როლის თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო! ყველას კამერის წინ, კამერის მიღმა, მთელ სამუშაო ჯგუფს დიდი მადლობა დაუვიწყარი მოგონებებისთვის. სამუდამოდ მადლიერი ვარ!",- დაწერა მსახიობმა. 

კრის ევანსმა მარველის 10 ფილმში ითამაშა. მან კაპიტანი ამერიკას როლი პირველად 2011 წელს მოირგო ფილმში Captain America: The First Avenger. 

კომენტარები