რუსული ოკუპაცია

ფხალაძე: ოთინაშვილის გატაცება და დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის რეალური სახეა

თენგიზ ფხალაძე
ტაბულა

თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, მუდმივად აქვს კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანის თქმით, ეს არის ოკუპაციის და რუსეთის ფედერაციის, საოკუპაციო ძალის, რეალური სახე, რომელსაც რეალური ეფექტური კონტროლის ქვეშ ჰყავს ოკუპირებული ტერიტორიები.

"რაც შეეხება არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენელი, პირველი ეს არის სუფთა ადამიანური, ჰუმანიტარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალბატონი - შვილების დედა არ შეიძლება იყოს იზოლატორში, იმისათვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. და რაც ეხება პოლიტიკურ განზომილებას - სრული აბსურდია, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისათვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ“, - ამბობს თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა. მათ ოთინაშვილის ოჯახს მიაწოდეს ინფრომაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. გატაცებულის მეუღლის თქმით, ოთანაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ასევე "ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების "საზღვრის უკანონო გადაკვეთაში" დახმარება.

კომენტარები