ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კაილ ედმუნდი დაამარცხა და ჩინეთის პირველობის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Nikoloz Basilashvili Facebook

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში ჩინეთის პირველობის ტურნირზე პირველად შეძლო ბრიტანელი ჩოგბურთელის, კაილ ედმუნდის დამარცხება და ფინალში გავიდა. მან მსოფლიოს მე-14 ჩოგანი ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა.

ფინალში ის მსოფლიოს მე-4 ჩოგანს, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება.

ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მისთვის რეკორდულ 28-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები