რუსული ოკუპაცია

ოკუპანტების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს

cominf.org

ოკუპირებული ცხინვლის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს.

"სახელმწიფო საზღვირს უკანონოდ კვეთისთვის 29 სექტემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, მაია ოთინაშვილი 2018 წლის წლის 9 ოქტომბრეს ლენინგორის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთა 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით", - წერია განცხადებაში.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ ოთინაშვილი 9 ოქტომბერს გათავისუფლდა და ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში ამბობენ, რომ მაია ოთინაშვილი ნამდვილად გაათავისულეს, თუმცა არ აკონკრეტებენ არის თუ არა ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ასევე "ბრალად ედება" თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების "საზღვრის უკანონო გადაკვეთაში" დახმარება.

კომენტარები