ჯონ ლენონი

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

47 წლის შემდეგ, იოკო ონომ ჯონ ლენონთან ერთად დაწერილი Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა. სიმღერა 85 წლის მომღერლის მომავალი ალბომის - Warzone-ის ნაწილია.

აქამდე, Imagine-ის შექმნა მხოლოდ ჯონ ლენონს მიეწერებოდა. იოკო ონო თანაავტორად 2017 წელს დაემატა. სიმღერის ცენტრალური ტექსტური სტრუქტურა და უტოპიური სცენარები შთაგონებას სწორედ იოკოს ლექსების კრებულიდან იღებს.

ჯონ ლენონმა თავისი ცოლის წვლილი 1980 წლის ინტერვიუში აღნიშნა - "სიმღერის დიდი ნაწილი - ტექსტი და შინაარსი - იოკოსგან წამოვიდა. მაგრამ იმ დღეებში მე ცოტათი უფრო ეგოისტი და მაჩო ვიყავი და არ აღმინიშნავს მისი წვლილი. მაგრამ სიმღერა მისი წიგნიდან Grapefruit იყო.“

კომენტარები