ომეგა ჯგუფის საქმე

კალაძე ფარულ ჩანაწერებზე: ექშენი აკლია, სასაცილოა ეს ყველაფერი

საქმე გვაქვს ერთ ძალიან დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს. ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ-ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ექშენი აკლია ნამდვილად. სასაცილოა ეს ყველაფერი.

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან მორიგ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც, სავარაუდოდ, ლევანი ყიფიანი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძემ ხელი დაარტყა. ამ ჩანაწერში, რომელიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ომეგა ჯგუფის მენეჯერი მონაწილეობენ.

კომენტარები