ფარული აუდიოჩანაწერები

ქანთარია აუდიოჩანაწერზე: გვარამიამ დაგვაყარა სერიალები თავის კომენტარებით

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ხელმძღვანელმა გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, იგივე განათლების მინისტრმა ყოფილმა დაგვაყარა სერიალები, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით.

მე მაგალითად ვეთანხმები ერთ რამეში, მან თქვა ნახევრად სიმართლე, რომ მან როგორც იქნა აღიარა და მიხვდა სად ზის თვითონ, სადამდე ზის და როგორ.

რაც შეეხება იქ საქართველოს მთლიანად ჩათრევას მე მგონი ეს მისგან შეცდომაა.
მე არ ვარ იქიდან, არ ვიტყვი იმას, რომ ვინმე არის შემომძვრალი "ქართულ ოცნებაში", რომელსაც მადა გაეხსნა ან კორუფციაში წილი არ აქვს ან ხელი არ აქვს ჩაყოფილი, ან კანონგარეშე ქმედებების სურვილი არ აქვს და ასე შემომძვრალი დარწმუნებული ვარ პირდაპირ გაძვრება პენიტენციალურ სისტემაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები