ალეკ ბოლდვინი FRIENDS-ის მე-8 სეზონში ფიბის მეგობარი მამაკაცის როლს ასრულებს.
ჯენიფერ კულიჯი FRIENDS-ის ბოლო სეზონში ჩნდება. ის ამანდას როლს ასრულებს, რომელიც მონიკასა და ფიბის მეგობრის როლს თამაშობს. ამანდას განსაკუთრებით სასაცილოდ მისი ბრიტანული აქცენტი ქმნის, რომელიც მან ბრიტანეთში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შემდეგ “შეიძინა”.
10 წლის დაკოტა ფენინგი, FRIENDS-ის მე-10 სეზონში მაკენზის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი დაკავშირებულია ჯოსთან, როდესაც მონიკა და ჩენდლერი მისი სახლის დასათვალიერებლად, გარეუბანში გადასვლის მიზნით მივიდნენ.
სელმა ბლერი FRIENDS--ის მე-9 სეზონში ჩნდება. ის ჩენდლერთან ერთად ოკლაჰომას ოფისში მუშაობს.
ბრუკ შილდსი FRIENDS-ის მეორე სეზონის ერთ ეპიზოდში ჩნდება.
ბრედ პიტი FRIENDS-ის მე-8 სეზონში გამოჩნდა, მაშინ ის ჯენიფერ ენისტონის მეუღლე იყო. ის უილის როლს ასრულებს, რომელიც მეგობრებს მადლიერების დღისადმი მიძღვნილი საღამოზე უერთდება.
ჯეინ ლინჩი FRIENDS-ის ბოლო სეზონის პატარა ეპიზოდში გამოჩნდა. ის უძრავი ქონების აგენტის როლს ასრულებს, რომელიც შენდლერსა და მონიკას გარეუბანში სახლის მოძებნაში ეხმარება.
ბენ სტილერი FRIENDS-ის მეორე სეზონში ძალიან გაბრაზებული მამაკაცის, ტომის როლს ასრულებს. ის რეიჩელთან ერთად პაემანზე მიდის.
ექიმის როლში ჯორჯ კლუნი FRIENDS-ის პირველივე სეზონში ჩნდება. ის რეიჩელსა და მონიკას საავადმყოფოში ხვდება.
შონ პენი FRIENDS-ის მე-8 სეზონის ორ ეპიზოდში ჩნდება. ის ერიკის როლს თამაშობს, რომელიც ფიბის დაზე, ურსულაზეა დანიშნული, თუმცა არ იცის, რომ ურსულა მას თავისი ცხოვრების შესახებ ატყუებს.
ჩარლი შინის პერსონაჟს, რაიანს FRIENDS--ში ფიბისგან ჩუტყვავილა გადაედო. ის თამაშობს სამხედროს როლს, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვე წყალქვეშა ნავში გაატარა.
სუზან სარანდონი მსახიობის როლს ასრულებს FRIENDS-ის მე-7 სეზონში.
რიზ უიზერსპუნი ჯილი გრინის როლს ასრულებს FRIENDS-ის მე-6 სეზონში. ის ნიუ-იორკშიატარებს დროს და პაემანზე მიდის როსთან ერთად.
ელენ პომპეო გრეის ანატომიის ვარსკვლავი, მერედიტ გრეი FRIENDS-ის მე-10 სეზონში მისი გოლდბერგის როლს ასრულებს. სერიალში ის როსისა და ჩენდლერის კოლეჯის თანაკლასელია.
ჯულია რობერტსი FRIENDS-ის მეორე სეზონში სუზი მოსის როლს ასრულებს. ის ჩენდლერის ბავშვობის ნაცნობია.
გარი ოლდმანი რიჩარდ კროსბის როლს ასრულებს FRIENDS-ის მე-7 სეზონში მონიკასა და შენდლერი ქორწილის ეპიზოდებში.
ვაინონა რაიდერი FRIENDS-ის მე-7 სეზონში რეიჩელის მეგობრის როლს ასრულებს.
სერიალ Friends-ში, რომელიც ეკრანებზე 10 წლის განმავლობაში გადიოდა, ეპიზოდურ როლში ჰოლივუდის არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.