ფარული აუდიოჩანაწერები

კობახიძე: რუსთავი 2 აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას

კიდევ ერთი დარღვევაა ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, ეს ცალკე უნდა გამოიყოს. ჩვენ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დამკვირვებლებს, ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე მათთან და ამ ინფორმაციას გავუზიარებთ მათ.

ცალკე მინდა გავმოვყო ის, რომ პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი 2-ს აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლის და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა.

კერძოდ, რუსთავი 2 აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების "საუკეთესო პრაქტიკას".

ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონოტორინგს, და ბუნებრივია, ამ შედეგებს მივაწვდით საერთაშორისო პარტნიორებს, ეს შედეგები, რაოდენობრივი და თვისებრივი ადასტურებს იმას, რომ წარმოებს ტვინის გამორეცხვის კამპანია, ეს ჩვენ გვახსოვს 2016 წლიდან, 2017 წლიდან, თუმცა, ვხედავდით იმასაც, რომ ყოველთვის ეს ტვინის გამორეცხვა იყო წარუმატებლობისთვის განწირული, ამას აქვს თავისი მიზეზი, რადგან ვერანაირი "ბრეინვოშინგი" სიმართლეს ვერ დაფარავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა ომეგა ჯგუფის და მირზა სუბელიანის საქმეებზე.

კომენტარები