ქართული ოცნება

დუმბაძე: ივანიშვილი 2013 წელს დამემუქრა, მითხრა - ქუჩაში ფრთხილად იარე, არაფერი მოგივიდესო

ჩემსა და მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა არჩევნებიდან სადღაც სამ თვეში და მე შემიძლია, ზუსტი თარიღი დაგისახელოთ - ეს არის 2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარი... მე პრემიერს რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ვუთხარი მისი ერთერთი მთავრობის წევრის შესახებ, რომელმაც არასწორი ფრაზა ისროლა და მე ვუთხარი, რომ აქ ის ცდება.

მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა ძალიან გაბრაზებულმა, იქ მაინცდამაინც საყვედური ვერ მომცა, მეორე დღეს დამირეკა, მელაპარაკა ძალიან დიდხანს, აღელვებული ტონით - როგორ გამიბედე, ვინ გეკითხება პარლამენტის დეპუტატს, რომ შენიშვნას აძლევ ჩემი მთავრობის წევრსო. ბოლოს მითხრა ასეთი სიტყვები - იცი, რას გეტყვი, ქუჩაში ფრთხილად იარე, არაფერი მოგივიდესო. ეს არის კრიმინალური აზროვნება, იმისი იქთ ვერ გადის

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრი მურმან დუმბაძე გადაცემა "არჩევანში".

კომენტარები