მესმის, რომ დამზაფვრელია და დაძაბულობის წყაროა, რაც მოედინება მედიასივრციდან და ზოგიერთი ტელევიზიიდან, მაგრამ ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ, კანდიდატებს ვუსურვო თანაბარი პირობები და თქვენის ნებართვით, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მოწოდება გავაკეთო ქალთა ორგანიზაციებისადმი, საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, NDI-სადმი, IRI-სადმი, ოდირისადმი და ყველა იმ ორგანიზაციისადმი, რომლებიც არიან მედგრად მებრძოლნი ქალთა უფლებებისთვის - გთხოვთ, შეაფასოთ არის თუ არა ქალბატონი ზურაბიშვილი თავდასხმების მსხვერპლი გენდერული ნიშნით და წარმოშობის ნიშნით, რაც იკრძალება ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი ანტიდისკრიმინაციული კანონით და იკრძალება ასევე თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს ყველანაირი კანონითა და ტექსტით, იმიტომ, რომ თუკი ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ იმაზე, თუ როგორ ექცევიან გარკვეული ძალები ქალ კანდიდატს, მაშინ არადამაჯერებელი იქნება, თუკი იგივე ორგანიზაციები არჩევნების შემდეგ მოვლენ და მეტყვიან, რომ კვოტები პარლამენტში საჭიროა. მე ვთვლი, რომ კვოტები საჭიროა, მაგრამ ქალთა უფლებების თემა დღეს წყდება ამ არჩევნებით, როდესაც ქალ კანდიდატს გენდერული ნიშნით და წარმოშობის ნიშნით, რადგან მას აქვს ორმაგი წარმოშობა, ქართული პირველ რიგში და ფრანგული, ამ ნიშნებით ესხმიან მას თავს. მოვითხოვ შეფასებებს, რადგან საარჩევნო გარემოს დახასიათება ამ შეფასების გარეშე იქნება არასრულფასოვანი
tbl.ge/36xt
დაკოპირდა
თეა წულუკიანმა ეს განცხადება გუშინ, 18 ოქტომბერს გააკეთა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს