არჩევნები 2018

დუმბაძე: ვაშაძემ სახარება მომიტანა, მომეცი აღთქმა, რომ ოპოზიციაში არ წახვალო

როგორც ქალბატონი სანდრა ამბობს, არამხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ხელით, არამედ ჩემი ფეხითაც დავადასტურე მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ჩემი ფეხი ბედნიერია ყველა იმ ოპოზიციაში, სადაც მე მივდივარ, ის ყოველთვის იგებს. 40 000 კილომეტრი გავიარეთ და შემოვიარეთ საქართველო, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს.

ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი.

ერთხელ მეუბნება – ბატონ მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, ვუთხარი – არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას, თუ 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან კალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა. 

თქვა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ, რომელიც ენმ-ის მხარდამჭერია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ქართული ოცნების წევრი იყო და დეპუტატიც სწორედ მმართველი გუნდის დახმარებით გახდა. 

კომენტარები