სამტრედიაში უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. ინფორმაცია ტაბულას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორის მოპარვისთის სამტრედიაში სამი პირი დააკავეს, მათგან ერთერთმა კი სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა, სწორედ ეს სახლი ეკუთვნის გიორგი კახიანს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.