დევიდ შვიმერი

"ვფიცავ, მე არ ვყოფილვარ" - FRIENDS-ის მსახიობი დევიდ შვიმერი ქურდს შეადარეს

გუშინ, 24 ოქტომბერს, ბლექპულის პოლიციამ გამოაქვეყნა კაცის სურათი, რომელსაც ხელში ლუდის ბოთლები უჭირავს და ხალხს კითხა, თუ ცნობდნენ ამ კაცს დაკავშირდებოდნენ პოლიციას, რადგან ის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი.

სურათზე გამოსახული კაცი ძალიან ჰგავს სერიალ Friends-ში Ross-ის როლის შემსრულებელ დევიდ შვიმერს. ამიტომ, ძალიან ბევრმა Facebook მომხმარებელმა პოსტზე დააკომენტარა, რომ ეს კაცი შესაძლოა დევიდ შვიმერი ყოფილიყო.

გუშინვე, დევიდ შვიმერი ტვიტერზე გამოეხმაურა ბლექპულის პოლიციის მიერ დადებულ პოსტს და იმის დასამტკიცებლად, რომ ქურდი თვითონ არ ყოფილა, ვიდეო დადო, სადაც ის ნიუ-იორკშია.

"პოლიციელებო, ვფიცავ მე არ ვყოფილვარ. როგორც ხედავთ მე ნიუ-იორკში ვიყავი. შრომისმოყვარე ბლექპულის პოლიციას, წარმატებას ვუსურვებ გამოძიებაში" - დაწერა დევიდ შვიმერმა.

მოგვიანებით, დევიდ შვიმერის პოსტს ისევ უპასუხეს ბლექპულის პოლიციიდან.

"მადლობა რომ ხარ ჩვენთან დევიდ შვიმერ. ჩვენ ვაფასებთ შენს მხარდაჭერას" - წერია პოლიცის მიერ დადებულ პოსტში

კომენტარები