ქედა

კარიერის აფეთქებისას 100 მეტრში მდებარე ეზოში 6 წლის ბავშვს ქვა დაეცა და დაიღუპა

flickr

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ბავშვი კარიერიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე სახლის ეზოში იმყოფებოდა.

როგორც ინტერპრესნიუსს თვითმხილველებმა უთხრეს, ბავშვს ქვა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა ქედის სოფელ დოლოგანში, ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.

ქედის მერის, ლევან გორგილაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და დეტალების გასარკვევად შემთხვევის ადგილზე ახლა მიდის.

კომენტარები