სოციალურად დაუცველი მოსახლეობა

სერგეენკო: სოციალურად დაუცველ პირს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდება

ტაბულა

დავით სერგეენკოს თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის დახმარება 2 წლის მანძილზე არ შეუწყდებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში არ შეუწყდებათ, მეორე წლიდან კი ისინი გააგრძელებენ არაფულადი პრივილეგიებით სარგებლობას.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს." - თქვა სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ეს იქნება სტიმული, რომ სოციალურად დაუცველმა პირებმა ღირსეული შემოსავალი მიიღონ - "ეს არის სტიმული, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რომ ღირსეული შემოსავალი მიიღონ".

ცნობისთვის, აქამდე სპეციალური პროგრამის საშუალებით, სოციალური დახმარება უწყდებოდა ყველა პირს, ვინც მუშაობას დაიწყებდა.

კომენტარები