ოთარ ფარცხალაძის ბრალი

პროკურატურა: ფარცხალაძისათვის ბრალის წარდგენის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება

საქართველოს პროკურატურა

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის ბრალის წაყენების შესახებ ოფიციალური განცხადება პროკურატურაში ხვალ გაკეთდება. ამის შესახებ ტაბულას უწყებაში უთხრეს.

საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ ნამდვილად წარედგინა თუ არა ბრალი ყოფილ მთავარ პროკურორს.

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარუდგინეს.

პრკურორი ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და არ ამბობენ თუ რა საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული ყოფილი მთავარი პროკურორი პოლიციის განყოფილებაში. 

კომენტარები