საფრანგეთი

საფრანგეთში ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისათვის 6 ადამიანი დააკავეს

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთში ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მომზადებისათვის 6 ადამიანი დააკავეს.

ჩაშლილი თავდასხმის შესახებ პირველად ინფორმაცია ფრანგული სატელევიზიო სადგურის BFM-ის ვეგბვერდზე გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ დაკავებულები ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტული მოძრაობის წევრები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის გეგმა დაკავებულებს ბოლომდე არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ისინი მოზელის, იზერისა და ლიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში დააკავეს.

თავდასხმის გეგმის და დაკავებულთა კავშირის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა ევროპის მასშტაბით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისაგან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა.

კომენტარები