ბიძინა ივანიშვილის გადაცემა 20/30-ის ექსპერტი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, შესაბამისი ბრძანება მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს დაწერა.
დუნდუა აქამდე შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ეს პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში არ აქვთ ინფორმაცია, ვინ შეიძლება დაიკავოს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა.