ხანძარი

ნავთლუღის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 66 წლის ქალი დაიღუპ​ა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე წუხელ გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.

მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური, ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ კი, უსაფრთხოების მიზნით, ერთი ჯგუფი კვლავ დარჩა.

კომენტარები