ახალი წელი 2019

მერია: თბილისში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. პირველ ეტაპზე, "თბილსერვის ჯგუფმა" საახალწლო ილუმინაციები დავით გურამიშვილის გამზირზე, "კინო საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ დაამონტაჟა. 

"სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს" - აცხადებს მერია.

კომენტარები