ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე კალაძეს: ჩვენს და მოსახლეობას შორის არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს

ხედავთ პოლიცია როგორ ზეწოლაზე მოდის და კალაძე მე მომიწოდებს კიდევ აქ, რომ ჩვენ და მოსახლეობას შორის რამე არ მოხდეს. ჩვენ შორის კი არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს. უკანონოდ რომ გვარბევს აქ და რომ გადაგვთელეს და გადაგვიარეს ის ნაძირლები გააჩეროს, ყველაფერს ჯობია. სანამ ჩემს სისხლს არ დაღვრიან ან ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები და საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, მანამდე აქ ვიქნებით.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე. ის სასწრაფო დახმარების მანქანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები