არჩევნები 2018

ჯანგირაშვილი: ვზივარ ამხელა ქალი და ვღლიცინებ, როცა თავის მოჭრა–გაჩეჩქვით მემუქრებიან

მგონი დროა, მეც შევშფოთდე, აღვშფოთდე და საშველად ვუხმო ვინმეს. ვზივარ ამხელა ქალი და ვღლიცინებ, როცა ხან თავის მოჭრა–გაჩეჩქვით, ხან ფეხების მომტვრევით და ხან ცოცხლად დამარხვით მემუქრებიან. პორნოფანტაზიებზე აღარაფერს ვიტყვი. თან, ძირითადად, ქოცების მრევლი. კაი ხო, დიდი გოგო რომ გავიზრდები და პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდები, მერე აღვშფოთდები

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე ეხმაურება პრეზიდენტობის ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, მას მუქარის წერილები მისდის და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარის შემხველ წერილებზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები