კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 42-მდე გაიზარდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
"გავეცი განკარგულება, რომ კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმის ამოქმედდეს, მე თქვენთან ვარ, ღმერთმა დალოცოს ყველა მსხვერპლი და დაზარალებული"-წერს ტრამპი Twitter-ზე.
მანამდე, ტრამპა კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივ ხელისუფლებას ფედერალური ძალები ეხმარებიან.
ამერიკის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი, კალიფორნიაში ხუთშაბათს გაჩნდა. ცეცხლი თითქმის 45 ათას ჰექტარზე გავრცელდა. ამ დროისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის 25% ლოკალიზება მოახერხეს. განადგურებულია 6 700 შენობა. ასევე დაიწვა, მალიბუში მდებარე ცნობილი ადამიაანების სახლებიც.