Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების II დღეს რომ ტარდებოდეს, გრიგოლ ვაშაძე ხმების 56%-ს მიიღებდა,
სალომე ზურაბიშვილი - 44%-ს.
ხმები ასე სრული ალოკაციის შედეგად გადანაწილდა.
რაც შეეხება ალოკაციის შედეგად მიღებულ ზოგად შედეგებს, ისინი ასე გამოიყურება:
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:
- გრიგოლ ვაშაძე - 41%;
- სალომე ზურაბიშვილი - 36%;
- არ ვიცი/არ ვპასუხობ - 15%;
- არც ერთს - 8%.
ორგანიზაციამ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. Edison Research-მა 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით 2 ათასი ამომრჩეველი გამოკითხა.
.შესაძლო ცდომილების ფარგლები +/–3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.