ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც მხოლოდ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია გამოსახული, სალომე ზურაბიშვილი კი არსად ჩანს.
ახალია სლოგანიც - "პრინციპული არჩევანი - ღირსება, თავისუფლება, განვითარება"
არჩევნების პირველ ტურამზე ზურაბიშვილის სლოგანი იყო "ერთად საქართველოსთვის".
თავად პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და საარჩევნო ნომერი ბანერზე ქვემოთ და ყველაზე წვრილი ასოებით წერია.